Thursday, May 3, 2012


1.   პროექტის  სახელწოდება:   „რისთვის დაიბადა ადამიანი“-ადამიანის შესაძლებლობები.
2.   პროექტის მთავარი იდეა:   გაიგოს თითოეულმა მოსწავლემ სადამდე აღწევს ადამიანისშესაძლებლობები.
3.   პროექტის აქტუალობა:    ამოუწურავია ადამიანის შესაძლებლობები.
4.   პროექტის მიზნები:   დავანახოთ მოსწავლეებს თუ როგორ ავითარებდა ადამიანი თავის შესაძლებლობებს, ანუ რა იყო, რა არის და რა შეიძლება იყოს მომავალში.
5.   მონაწილეთა ასაკი:   9 წელი
6.     ვადები/ხანგრძლივობა:   10-15 დღე
7.     მოსალოდნელი შედეგები:   მოსწავლეებს უვითარდებათ როგორც დამოუკიდებლად, ასევე ჯგუფური მუშაობის  უნარ- ჩვევები, თანამშრომლობა, კომუნიკაცია.
8.     პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:   ინფორმაციულ , საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება, სახელმძღვანელო, ფორმატები, სურათები, მარკერები.
9.     პროქტის მსვლელობა:
1.      მოსწავლეების მოტივაციის მიზნით-მათივე დახმარებით ივსება „გონებრივი იერიშის რუკა“.



ა  დ  ა  მ   ი  ა  ნ  ი



დაფრინავს  ჰაერში


 დადის მიწაზე

ცურავს წყალში
გამოიგონა ტელეფონი
შექმნა ტრანსპორტი
გამოიგონა კომპიუტერი
გამოიგონა ტელევიზორი
 












2.      ისტ.გამოყენებით ვაჩვენებთ ძველ და თანამედროვე ტექნოლოგიებს, ვავლებთ მათ შორის პარალელებს და ვაკეთებთ დასკვნებს, თუ როგორ ავითარებდა ადამიანი თავის შესაძლებლობებს.
3.      კლასში იქმნება 5 ჯგუფი, თითოეულ ჯგუფში 6 მოსწავლე. ჯგუფებს ეძლევა დავალებები, მოიძიონ ინფორმაცია შემდეგ თემებზე:
1.      ჯგუფი -  კოსმოსი, საჰაერო ფრენა.
2.      ჯგუფი-  გემი, წყალში ცურვა.
3.      ჯგუფი-  სატრანსპორტო საშუალებები- ავტომობილი.
4.      ჯგუფი- ტელეფონი-საკომუნიკაციო საშუალება.
5.      ჯგუფი- კომპიუტერი-სოციალური ქსელები.

4.       ჯგუფის თითოეულ წევრს ეძლევა დავალება დამოუკიდებლად მოიძიონ ინფორმაცია, შემდეგ ჯგუფის წევრებმა ერთმანეთთან თანამშრომლებით შეაჯერონ მიღებული ინფორმაცია და გააკეთონ პრეზენტაცია.
10.                          საგანთა შორის კავშირი:  მათემატიკასთან, როგორც ზუსტ მეცნიერებასთან, ბუნებასთან, ხელოვნებასთან.
11.                 პროექტის ხელმძღვანელი:  ი.ლომაშვილი
12.                 ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:  irinalomashvili@gmail.com
13.                 პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: პროექტის სახელწოდება: საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა
პროექტის მთავარი ოდეა: საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობის განსაზღვრა,გეოგრაფიული მდებარეობის როლი მსოფლიო ასპარეზზე, უძველესი დროიდან (აბრეშუმის გზა) დღემდე
პროექტის აქტუალობა: მოსწავლეები კარგად შეისწავლიან ჩვენი ქვეყნის მდებარეობას, წინასწარ მომზადებული სლაიდების საშუალებით ნახავენ საქართველოს მსოფლიო რუკაზე, ნახავენ აგრეთვე საქართველოს სხვადასხვა რუკას ( ფიზიკური,  რეგიონული, რესურსების და აშ)
პროექტის მიზნები: მოსწავლეებმა კარგად უნდა შეისწავლონ საქართველოს გეოგრაფიული  მდებარეობა,მისი საზღვრები, მეზობელი ქვეყნები და ის თუ რა როლს ასრულებს მის პოლიტიკურ ცხოვრებაში ევროპა–აზიის გზაგასაყარზე ყოფნა.
მოსალოდნელი შედეგები:მოსწავლეები ნახავენ სად მდებარეობს მათი ქვეყანა მსოფლიო რუკაზე. განსაზღვრავენ მის მდებარეობას და პოლიტიკურ მნიშვნელობას. გაკეთდება სლაიდშოუ სადაც გამოყენებული იქნება როგორც მსოფლიო რუკა, ასევე საქართველოს სხვადასხვა თემატური რუკები.
ძირითადი რესურსპროექტისთვის საჭირო  ები:სახელმძღვანელო, კომპიუტერი, პროექტორი, ფერადი ფანქრები ფორმატი
პროექტის მსვლელობა: მასწავლებელი მოსწავლეებს აცნობს საქართველოს მდებარეობას მსოფლიო რუკაზე (მოსწავლეებმა წინასწარ იციან კონტინენტები) მის საზღვრებს და ამახვილებს ყურადღებას, რომ საქართველო მდებარეობს ევროპისა და აზიის გზაგასაყარზე. შემდეგ სლაიდების საშუალებით აჩვენებს საქართველოს სხვადასხვა თემატურ რუკებს. შემდეგ კლასს დაყოფს ორ ჯგუფად, თითეულ ჯგუფს მისცემს წინასწარ ფორმატზე გამზადებულ საქართველოს კონტურს და დაავალებს თითეულმა ცალ–ცალკე დაიტანონ ის გეოგრაფიული ობიექტები რომელიც უკვე იციან ან გაკვეთილზე დაიმახსოვრეს.დაიტანონ მეზობელი ქვეყნები. საუკეთესო ნამუშევარს გააკრავენ საკლასო ოთახში.
საგნებთან კავშირი: გეოგრაფია, ისტორია
პროექტის ხელმძღვანელი: ხათუნა სადაღაშვილი
ხელმძღვანელის ელ–ფოსტა:xsadagashvili7@gmail.com
პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი: 





No comments:

Post a Comment